„იფიქრებდი, კოშმარი ვერ გაუარესდებოდა, მაგრამ მაინც უარესდება. ამ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის კონცენტრაციის და ისრაელის მიერ დღემდე გამოყენებული ომის საშუალებებისა და მეთოდების გათვალისწინებით, მკვლელობებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევების რისკები უკიდურესად მაღალია“, - განაცხადა 22 ივლისს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის გაეროს ოფისის ხელმძღვანელმა, ფოლკერ ტურკმა.
ისრაელის არმიამ 20 ივლისს გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაციებს იმ
ტერიტორიებზე აფართოებენ, რომლებსაც აქამდე არ შეხებიან.
ქალაქში ცხოვრობენ ღაზის სხვა რაიონებიდან ლტოლვილები, ომისგან დაზარალებული ადამიანები, რომლებსაც ახლა კვლავ სხვაგან მოუწევთ თავშესაფრის ძებნა.
ისრაელმა საომარი მოქმედება ღაზაში დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ჯგუფი) თავდასხმის საპასუხოდ, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
ისრაელის მიერ საპასუხო საომარი მოქმედების დაწყებიდან, პალესტინის მხარის ცნობით, ღაზის სექტორში დაახლოებით 58 000 ადამიანი დაიღუპა.
ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა სახელმწიფოები გამოდიან ღაზაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდებით