„ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საზღვარზე მზარდი დაძაბულობით, იტყობინებიან მსხვერპლის შესახებ მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს დეესკალაციისკენ და დავის გადაწყვეტისკენ დიალოგისა და სხვა მშვიდობიანი საშუალებების გზით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა, ანუარ ელ ანუნიმ.
ტაილანდის სამხედრო ძალების ცნობით, კამბოჯის მიერ საზღვრისპირა ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, ერთი ბავშვი; 14 ადამიანი დაიჭრა.
არმიის განცხადების თანახმად, სისაკეტის პროვინციაში ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მომხდარი დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დანარჩენი სამი, მათ შორის, რვა წლის ბიჭი, დაიღუპა სურინისა და უბონ რატჩატანის პროვინციებში.