ლიეტუვისა და შვედეთის საგარეო უწყებები საქართველოზე ევროკავშირის განცხადებას ეხმაურებიან

25 ივლისს განცხადება გაავრცელლა ევროკავშირის პრესსპიკერმა ანუარ ელ ანუნიმ.

ლიეტუვისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა X-ის ოფიციალურ ანგარიშებზე გააზიარეს ევროკავშირის პრესსპიკერის 25 ივლისის განცხადება საქართველოზე და თავის მხრივ მოკლე განცხადებებიც დაურთეს.

ლიეტუვის საგარეო უწყება აცხადებს:

"საქართველოში ევროკავშირის მიზნების შესახებ “ქართული ოცნების” ტყუილები და დეზინფორმაცია არ იმუშავებს. მხარს ვუჭერთ ქართველების მშვიდობიან და აყვავებულ მომავალს, რომელიც დაფუძნებული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და რეფორმების ძლიერ ფუნდამენტზე".

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ის გვერდზე მოკლე განცხადება გამოქვეყნდა:

"ვგმობთ საქართველოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და თბილისში მისი ელჩის წინააღმდეგ".

25 ივლისს ევროკავშირის პრესსპიკერ ანუარ ელ ანუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში“.

ევროკავშირის ეს განცხადება არის რეაქცია "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის მიმართ დეზინფორმაციულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.

ასევე ნახეთ

მკაცრად ვგმობთ ელჩ ჰერჩინსკიზე პერსონალურ თავდასხმებს - ევროკავშირი „ოცნების“ ლიდერების განცხადებების შემდეგევროკავშირი: კატეგორიულად ვგმობთ ხელისუფლების დეზინფორმაციას „ომში ჩათრევასა“ და „არატრადიციული ღირებულებების თავს მოხვევაზე“უვიზო მიმოსვლის დაკარგვაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება - ჰერჩინსკიკალაძე მიიჩნევს, რომ "ევროკავშირის ელჩი ქვეყნიდან გასაგდებია" და მასზე რომ იყოს დამოკიდებული, "გააძევებდა"ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა - გზა "მნიშვნელოვანი მიღწევიდან" "დიპ სტეიტის ბოლო კოზირამდე"