აშშ-ში აფეთქება მოხდა ფოლადის მწარმოებელ ქარხანაში, არის მსხვერპლი

პიტსბურგის ფოლადის მწარმოებელ ქარხანაში 11 აგვისტოს მომხდარმა აფეთქებამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია

2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა აშშ-ში, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში მდებარე ფოლადის მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად.

აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა.

11 აგვისტოს მომხდარმა აფეთქებამ, რომლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ქარხანაში ძლიერი ხანძარი გამოიწვია. შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ქარხანა კომპანია US Steel-ის საკუთრებაა. კომპანიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ აფეთქების გამომწვევ მიზეზს იკვლევენ და გამოძიების პროცესში ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობენ.

US Steel-ი იაპონური კორპორაციის, Nippon Steel Corp-ის შვილობილი კომპანიაა.