7 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების „მეორე ეტაპზე“ გადასასვლელად. ამას წინ უძღოდა ომის დაწყების შემდეგ რუსული დრონებითა და რაკეტებით უკრაინაზე ერთ ღამეში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური შეტევა, რომლის შედეგად კიევში დაზიანდა მთავრობის შენობაც.
პრეზიდენტმა ტრამპმა 7 სექტემბერს მედიასთან საუბრისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სიტუაციით უკმაყოფილოა, მაგრამ საკითხს გადაწყვეტენ.
ტრამპის ინფორმაციით, ამ კვირის ორშაბათს ან სამშაბათს აშშ-ში ჩავლენ ევროპელი ლიდერები, თავად კი მალე, უახლოეს დღეებში საუბარს გეგმავს პრეზიდენტ პუტინთან. აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ასევე ნახეთ უკრაინის მთავარსარდალ სირსკის თქმით, რუსეთმა პოკროვსკთან უდიდეს დაჯგუფებას მოუყარა თავიშეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აღადგინა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეწყვეტილი ურთიერთობა, პუტინს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა, 2025 წლის აგვისტოში კი ალასკის შტატშიც უმასპინძლა. ეს მოლაპარაკება უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.
ასევე ნახეთ პუტინი მოსკოვს უწოდებს ზელენსკისთან შეხვედრის „საუკეთესო ადგილს", ხოლო დასავლეთის ჯარებს „კანონიერ სამიზნეს“ ასევე ნახეთ ზელენსკი: პუტინს შეუძლია კიევში ჩამოვიდეს მოლაპარაკებებისთვის