როგორც ყაველაშვილის ადმინისტრაცია იტყობინება, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიუ გუტერეშთან.
ის ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
ის, რომ საქართველოს გაეროში არა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, არამედ მიხეილ ყაველაშვილი წარადგენდა, ამის შესახებ პირველ სექტემბერს გახდა ცნობილი.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ „ასე უმჯობესია“. მისივე განმარტებით, ყაველაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მშობლიურ ენაზე, ქართულად მიმართავს.
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია 9 სექტემბერს გაიხსნა, მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გენერალური დებატები კი 23-29 სექტემბერს შედგება.
ირაკლი კობახიძემ ასამბლეაზე საქართველო გასულ წელს წარადგინა - ამ დროს პრეზიდენტი ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელთანაც "ქართულ ოცნებას" დაძაბული ურთიერთობა და კონფრონტაციული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა.
ასევე ნახეთ ტრამპს წერილი ყაველაშვილმაც გაუგზავნა