პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს

ერთ-ერთმა პოლიციელმა დემონსტრანტს უთხრა, რომ დაკავებულს ედავებიან „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის“ შეუსრულებლობას.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს. მას ბორკილები დაადეს და პოლიციის ავტომობილით წაიყვანეს.

როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა დემონსტრანტს უთხრა, რომ დაკავებულ ისაკო დევიძეს ედავებიან „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის“ შეუსრულებლობას („ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი). პოლიციელის თქმით, დაკავებამდე მას მიუთითეს, რომ გზა არ გადაეკეტა.

23 სექტემბერს მე-300 დღე შესრულდა საქართველოში პროევროპული დემონსტრაციების დაწყებიდან. მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დემონსტრაციებზე დაკავებულების გათავისუფლება.

ასევე ნახეთ დემონსტრაციების მე-300 დღეს გაიმართა მსვლელობა 300 არაგველის მემორიალიდან

10 თვეზე მეტია, საქართველოში პროტესტი არ წყდება - გასული წლის 28 ნოემბერს დედაქალაქში ათიათასობით ადამიანი შეკრიბა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

ასევე ნახეთ

აქტივისტი ისაკო დევიძე 5 ათასი ლარით დააჯარიმესაქტივისტი ისაკო დევიძე 3500 ლარით დააჯარიმესრვადღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვეს ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამმოშიმშილე დემონსტრანტი ისაკო დევიძე იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ - ადვოკატიაქციაზე დაკავებული აქტივისტი ისაკო დევიძე მშრალ შიმშილობას აცხადებს„მუშტებისგან ლამის თავი გამისკდა“: ვინ არიან აქციაზე წუხელ დაკავებულები - სია