მოკლედ
- თბილისში, ვერის პარკიდან პარლამენტის შენობამდე, საპროტესტო მარში იმართება - მარშის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ დემონსტრანტებს და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებით არიან დაკავებული.
- საქართველოში პოლიტპატიმრად მიიჩნევენ უკვე ასზე მეტ ადამიანს - მათი ნაწილი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხალხმრავალი გამოსვლებისას დააკავეს, რამდენიმე პოლიტიკოსი ზაფხულში, კიდევ 45 ადამიანი 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი გადატრიალების" მცდელობაში მონაწილეობისთვის.
- მარშის მონაწილეებმა ზოლიანი პერანგები, რომლებიც ეცვათ, პარლამენტის შენობასთან გაიხადეს და დაყარეს, როგორც გათავისუფლების სიმბოლო.
მარში ვერის პარკიდან პარლამენტის შენობამდე, რომელშიც პატიმრების ოჯახების წევრებიც მონაწილეობდნენ, შეუერთდა უწყვეტ პროტესტს რუსთაველის გამზირზე, რომელიც სამას დღეზე მეტია მიმდინარეობს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტის შენობასთან ვიოლინოზე შეასრულა საქართველოს ჰიმნი.
ზოლიანი პერანგების დაყრას შეკრებილთა ოვაციები მოჰყვა.