„ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო... მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - წერის სუსის განცხადებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი ასე განიმარტება: „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა“. ამისთვის ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
„ტელეიმედის“ ჰოლდინგში შემავალი ტელევიზიების მაუწყებლობა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. „იმედმა“ განაცხადა, რომ „ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს“.
ასევე ნახეთ „იმედის“ მაუწყებლობა 45 წუთით გაითიშაჰოლდინგში შემავალი ტელევიზიების მაუწყებლობა უკვე აღდგენილია.