გაიხსნა ახალი გზა, რომელიც ბალტიის ქვეყნებს პოლონეთს აკავშირებს - „რეგიონის უმნიშვნელოვანესი დერეფანი“

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი

ორშაბათს გაიხსნა „ვია ბალტიკა“ - გზა, რომელიც ბალტიის სამ ქვეყანას და პოლონეთს ერთმანეთთან აკავშირებს, ევროპასა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის პერიოდში.

გზა ბელარუსსა და რუსეთის კალინინგრადის ანკლავს შორის მდებარე ვიწრო ზოლზე გადის, რომელსაც სუვალკის დერეფანი ეწოდება და რომელსაც ხშირად აღწერენ, როგორც პოტენციურ სამიზნეს რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის შემთხვევაში.

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ და ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ამ ორი ქვეყნის საზღვარზე, გზის გახსნის ცერემონიაზე განაცხადეს, რომ ეს გზა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანია და ხაზი გაუსვეს მის როლს რეგიონის თავდაცვაში. „ვია ბალტიკას“ გამოყენებით ნატოს ჯარებს პოტენციურად უფრო სწრაფად შეეძლებათ ბალტიის დასახმარებლად მოძრაობა.

„ამ გზას ორმაგი დანიშნულება აქვს - ის დაეხმარება ჩვენს ეკონომიკას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის თავდაცვით შესაძლებლობებს“, - განაცხადა ნავროცკიმ.

970 კილომეტრის სიგრძის „ვია ბალტიკა“ ვარშავიდან იწყება, ლიეტუვას და ლატვიას გაივლის და ესტონეთში, ტალინში მთავრდება. ის ევროპული E67 მარშრუტის ნაწილია, რომელიც ფინეთს ჩეხეთთან აკავშირებს.

ასევე ნახეთ

რუსეთი ბალტიის ქვეყნებში შეჭრისთვის ემზადება?"მათი საშიში სამყარო" - როგორ ამზადებს კრემლი მოსახლეობას ნატოსთან ომისთვისესტონეთი აინიციირებს კონსულტაციებს ნატოს ხელშეკრულების მე-4 მუხლზე დაყრდნობით"ორეშნიკი" "ტომაჰავკების" წინააღმდეგ? რუსეთი და სარაკეტო მორატორიუმიევროკავშირმა გააფართოვა რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებისთვის სანქცირებულთა სია