აქციაზე გზის გადაკეტვისთვის დააკავეს და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს "დროას" წევრ თამთა გოგოლაძეს

თამთა გოგოლაძე საქართველოს პარლამენტის შენობასთან 2020 წლის 28 ნოემბერს

პოლიციამ დააკავა პარტია "დროას" წევრი თამთა გოგოლაძე. იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისას გზის გადაკეტვის გამო.

დაკავების დღესვე გამართულ სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

განახლებული კანონმდებლობით, აქციაზე გზის გადაკეტვისთვის პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა განიხილება სასჯელად, განმეორების შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

24 ოქტომბერს თამთას დაკავებაზე ინფორმაცია წინსწრებით გამოაქვეყნა პროსახელისუფლებო მედიამ, POS TV-მ.

იმ დროს, როცა POS TV დაკავებულ პოლიტიკოსებზე წერდა, მათი უმრავლესობა თავისუფალი იყო.

ასევე ნახეთ დააკავეს ნიკა კვიტატიანი, სავარაუდოდ, 5 დღის წინ რუსთაველზე გზის გადაკეტვისთვის

მხოლოდ გასული კვირის სამ დღეში, შსს-მ ანტისამთავრობო პროტესტის 60 მონაწილე დააკავა.

ასევე ნახეთ „ვიღაცები გაგყავთ, ანუ გზაზე დგახართ“ - ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს | რეპორტაჟი სასამართლოდან