მხატვარ ლადო წიბახაშვილის მსგავსად, 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მის ძმას, გიგა წიბახაშვილს, რომელსაც რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.
ასევე ნახეთ
როგორ გაასამართლეს ერთ დღეში ერთი ოჯახის ოთხი წევრი - რეპორტაჟი წიბახაშვილების სასამართლოდანგიგა წიბახაშვილი გუშინ, 3 ნოემბერს დედასთან მანანა ჯავაშვილთან, ძმასთან ლადო წიბახაშვილთან და დეიდასთან ეკა ჯავაშვილთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გზის სავალ ნაწილზე.
ყველა მათგანი პოლიციამ დღეს დააკავა.
- დღეს, 3 ნოემბერს მასწავლებელს, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს მანანა ჯავაშვილს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა;
- დღესვე რამდენიმე საათის დაგვიანებით მოსამართლე ნინო ენუქიძემ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლადო წიბახაშვილს.
ასევე ნახეთ
მასწავლებელ მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდესასევე ნახეთ
მხატვარ ლადო წიბახაშვილს რვადღიანი პატიმრობა შეეფარდამას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.
ასევე ნახეთ
1-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს 71 წლის აზა ჩილაჩავასახალი კანონით გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.