თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაათავისუფლეს 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელსაც 1-დღიანი პატიმრობის ვადა ზუსტად 21:56 საათზე ამოეწურა. მოსამართლე თორნიკე ქოჩიაშვილმა მას სწორედ ამ პერიოდის საპატიმროში გატარება შეუფარდა.
ასევე ნახეთ
1-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს 71 წლის აზა ჩილაჩავას
„მე არ დავემორჩილები ამ კანონს. ვიცი, ხვალ [აქციაზე რომ გავალ], ვიქნები სისხლის სამართლის წესით გასამართლებული“, - თქვა 71 წლის ქალმა გათავისუფლების შემდეგ.
აზა ჩილაჩავა სასამართლომ სამართალდამრღვევად აქამდე ერთხელ უკვე ცნო. პოლიციამ ჩილაჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 19 ოქტომბერს შეუდგინა, აქციაზე პირბადით ყოფნის გამო.
22 ოქტომბერს სასამართლომ აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ასევე ნახეთ აქციაზე პირბადით ყოფნის გამო მოსამართლემ 71 წლის აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნომას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.
ასევე ნახეთ გამკაცრებული კანონით აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო ასევე ნახეთ პარლამენტთან ექვსი ადამიანი შიმშილობს