რუსთაველის აქციის მონაწილე ამბობს, რომ საცხოვრებელ კორპუსში თავს დაესხნენ

ნუგზარ კირთაძე

დედაქალაქში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილე ნუგზარ კირთაძე ამბობს, რომ თავს დაესხნენ თავისი სამოქალაქო პოზიციის გამო. შემთხვევა 4 ნოემბერს მოხდა.

​თავდასხმის შემდეგ მან ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სისხლის კვალი აქვს სახეზე, ცხვირთან და საფეთქლის არეში.

„კიბეზე ფეხი რომ შევდგი, უკნიდან ვიღაცამ კედელზე მიმახეთქა... კედელზე მიმაყენეს და „დამიშვეს“. თან მიყვიროდნენ, ხომ იცი, რისი გულისთვის გხვდება, ახლა მაინც არ გაჩერდებიო?!. ბოლოს გავითიშე... რომ გამოვფხიზლდი, უკვე არავინ იყო ირგვლივ“, - იხსენებს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აძრა ძალადობის, 126-ე მუხლით.