თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დღეს, 10 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს გუშინ წაუყენეს ბრალდება.
„ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა“, - აცხადებენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ ამ გზით მან 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო.
ასევე ნახეთ ბრალი წაუყენეს ბიზნესმენს, რომელმაც სასტუმრო-კომპლექსი “თვითნებურად” ააშენაამ საქმეზე გამოძიებას ატარებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
უწყებაში 8 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, უკანონოდ, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი.
გამოძიება მიუთითებს “კრისტალ ჯგუფის” კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის” დამფუძნებლის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
ასევე ნახეთ ბაკურიანში "თვითნებურად" აშენდა სასტუმრო-აპარტამენტები, კერძო საბაგირო, სათხილამურო ტრასა - დაკავებულია ერთი ბიზნესმენი