ბოლო თვეებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რამდენიმე კანონი, რომლებიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დაფინანსებას შეეხება. მათ შორის „აგენტების კანონი“, „გრანტების შესახებ“ კანონი და ე.წ. ქართული FARA.
„ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა კანონი აღსრულდება... მთელი პარადოქსი რაშია: საქართველოს აბრალებენ სანქციების გვერდის ავლას ეს NGO-ები და დონორები და თავად ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს, ვგულისხმობ საკანონმდებლო რეგულაციებს...“ - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შემზღუდველი კანონები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გასაჩივრებული. არცერთ მათგანს ამ კანონების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება არ მიუღია.
15 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონზე“ (ქართული FARA), „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონსა და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ სხვა კანონებზე და მათი გაუქმების რეკომენდაცია გასცა.
ვენეციის კომისიის განმარტებით, მათ სისტემური მიდგომით გააანალიზეს საკანონმდებლო აქტები, რათა ერთდროულად გამოსაყენებელი კანონების ერთობლივი ეფექტი გაეთვალისწინებინათ ერთსა და იმავე იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.
ასევე ნახეთ ვენეციის კომისიას "ქართული FARA-ს", გრანტების შესახებ კანონისა და მაუწყებლობის კანონში ცვლილებების გაუქმების რეკომენდაცია აქვს