ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 14 ნოემბერს, დილით ადრე გამოაქვეყნა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. მისივე ცნობით, მაშველებმა დაზიანებული სახლების ბინებში ჩარჩენილი 40-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
მასირებულ შეტევას მრავალსართულიან სახლებში ბინების ნგრევა და ხანძრები მოჰყვა კიევის ექვს რაიონში. ხანძრები გაჩნდა ერთ-ერთი სკოლის, საავადმყოფოს და სპორტული ბაზის ტერიტორიებზეც.
განახლება: დილის ათი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ კიევში გაიზარდა დაღუპულების და დაშავებულების რიცხვი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაღუპულია 3 და დაშავებულია 26 ადამიანი.
ასევე ნახეთ ნოვოროსიისკის პორტზე დრონებით შეტევა იყოკიევში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.
რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით შეუტიეს კიევის ოლქსაც, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა. დაზიანებული და დამწვარია სახლები და სხვა შენობები.