უკრაინამ დაიბრუნა კიდევ 1000 ცხედარი, რომლებიც რუსული მხარის თანახმად, დაღუპული უკრაინელი სამხედროებისაა. ამის შესახებ დღეს, 20 ნოემბერს განაცხადა უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა, რომელიც სამხედრო ტყვეების საკითხებზე მუშაობს.
ცხედრების გადაცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით მოხდა. უკრაინის შსს-ს ექსპერტიზის სამსახურები ცხედრების იდენტიფიკაციას დაიწყებენ.
რუსეთის და უკრაინის მიერ ერთმანეთისთვის სამხედრო ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გადაცემას ითვალისწინებს მხარეებს შორის 2025 წლის მაის-ივლისში, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება.
ასევე ნახეთ რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი დიდი ჯგუფი გაცვალესრადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, სტამბოლის შეთანხმების საფუძველზე უკრაინამ 6000-ზე მეტი დაღუპულის ცხედრები დაიბრუნა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 70 000-ზე მეტი ადამიანი.