ირაკლი კობახიძე რომის პაპს შეხვდება

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 24 ნოემბერს რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფეისბუკის გვერდი წერს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.

ირაკლი კობახიძე ვატიკანს ეწვევა დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.