საფრანგეთის პროკურატურის თანახმად, ლუვრის მუზეუმის ძარცვასთან დაკავშირებით ორი კაცი და ორი ქალი დააკავეს

საფრანგეთის დედოფლის მარია-ამალია ნეაპოლელის (1782–1866) და ნაპოლეონ ბონაპარტის გერისა და ნაპოლეონ III-ის დედის, ორტენზია დე ბოარნეს (1783 -1837) სამკაულები ლუვრში, საიდანაც ისინი მოიპარეს 19 ოქტომბერს.

პარიზის პროკურორის თქმით, 25 ნოემბერს, საფრანგეთის ხელისუფლებამ კიდევ ოთხი პირი დააკავა გასულ თვეში ლუვრის მუზეუმიდან ძვირფასეულობის ქურდობის გახმაურებული შემთხვევის გამოძიების ფარგლებში.

„ესენი არიან 38 და 39 წლის ორი მამაკაცი და 31 და 40 წლის ორი ქალი, ყველა პარიზის რეგიონიდან“, - განაცხადა პარიზის პროკურორმა ლორ ბეკიუმ 19 ოქტომბერს მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით კიდევ ოთხი ადამიანის დაკავებისა და ბრალდების წაყენების შემდეგ.

19 ოქტომბერს ლუვრში შეაღწია ოთხმა ბოროტმოქმედმა, რომლებმაც საიმპერატორო კოლექციიდან გაიტაცეს ცხრა ექსპონატი. გატაცებული ნივთების ღირებულება 88 მილიონი ევროა. გადატანილ ნივთებს შორისაა ძირითად ექსპოზიციაში შემავალი სამეფო რეგალიების და სამკაულების ნაწილი.

ასევე ნახეთ ფრანგებს ლუვრიდან ქურდებმა “საოჯახო ნივთები” მოჰპარეს
ასევე ნახეთ დაკავებულია ლუვრის გაძარცვაში ეჭვმიტანილი კიდევ 5 პირი
ასევე ნახეთ დააკავეს ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილები, რომელთაგან ერთი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა
ასევე ნახეთ ლუვრი გაძარცვეს