„შპს "ბათუმის ნავთობტერმინალის" ხელმძღვანელმა პირებმა, ტერმინალის რეზერვუარებში არსებული - 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს“, - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
იმის მიუხედავად, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელი პირები ყაზახეთის მოქალაქეები არიან, ფინანსური პოლიცია, რომელიც საგამოძიებო პროცედურებს ატარებს, არ აკონკრეტებს 3 დეკემბერს დაკავებულთა შორის არის თუ არა რომელიმე მათგანი.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით. ფინანსური პოლიცია აგრძელებს გამოძიებას „დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის“ საქმეზე.
დღეს, 4 დეკემბერს, „ბათუმელები“ წერდა, რომ ნავთობტერმინალში საგამოძიებო მოქმედებების გამო შეჩერებული იყო სარკინიგზო გადაზიდვები.
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ შესახებ
საქართველოში ყველაზე დიდ ნავთობტერმინალს, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანსპორტირებითა და გაყიდვითაა დაკავებული, ყაზახური სახელმწიფო კომპანია ფლობს.
„ბათუმის ნავთობტერმინალის“ ინფრასტრუქტურა განთავსებულია 81 ჰექტარზე. იგი მოიცავს ხუთ სარეზერვუარო პარკს და ნავთობის ჩატვირთვის კომპლექსს. ტერმინალს დღის განმავლობაში შეუძლია ასობით სარკინიგზო ვაგონის გადმოტვირთვა.
2022 წლის ზაფხულში, „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ ქართულ კომპანიასთან, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესჯგუფის შვილობილი „ვიბრო დიაგნოსტიკი“ იყო, სასამართლო დავა წააგო. მას 12,4 მლნ დოლარის გადახდა დაეკისრა.
ასევე ნახეთ “ეს იქნება ქონების მიტაცება” - სასამართლო ვანო ჩხარტიშვილის სამსახურშიმაშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ამბობდა, რომ „ბათუმის ტერმინალს“ სასამართლოს „დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზარალებს“.