სომხეთის პრემიერ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო. დრონებით შეტევის გამო გასული ღამის განმავლობაში დახურული იყო რუსეთის დედაქალაქის ყველა აეროპორტი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა დღეს, 11 დეკემბერს განაცხადა, რომ გასულ ღამით მოსკოვის საჰაერო სივრცის დროებით დახურვის გამო სამთავრობო თვითმფრინავი სანქტ-პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვოში“ დაეშვა.

ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავიდა „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ საბჭოს სხდომაში მონაწილეობისთვის.

ასევე ნახეთ რუსეთიდან იუწყებიან დრონებით მასირებული შეტევის შესახებ