Reuters-ი: რუსეთის მიერ ნავთობისგან და გაზისგან მიღებული მოგება 2020 წლიდან მინიმუმამდე დაეცემა

ნავთობითა და გაზით მოპოვებული მოგება კრემლისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა.

რუსეთის სახელმწიფო სექტორის მიერ ნავთობისგან და გაზისგან დეკემბერში მიღებული მოგება, სავარაუდოდ, თითქმის განახევრებული იქნება გასულ წელთან შედარებით, რაც ნედლი ნავთობის ფასის კლებით და რუბლის გამყარებითაა გამოწვეული - იუწყება Reuters-ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით.

სააგენტო წერს, რომ დეკემბრის მოგება 410 მილიარდი რუბლის, ანუ ხუთ მილიარდ დოლარზე ცოტა მეტის ოდენობის იქნება; ეს არის მინიმალური მონაცემი 2020 წლის აგვისტოდან - როცა ენერგომატარებლების გაყიდვები პანდემიის გამო შემცირდა და 405 მილიარდი რუბლი შეადგინა.

ნავთობითა და გაზით მოპოვებული მოგება კრემლისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. ფედერალური ბიუჯეტი მასშტაბურად იხარჯება თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა.

გავრცელებული ვარაუდით, მთელი წლის მოგება თითქმის მეოთხედით შემცირდება და 8,44 ტრილიონ რუბლს გაუტოლდება - რაც ნაკლებია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გათვლებთან შედარებით. სამინისტრო 8,65 ტრილიონი რუბლის მიღებას ვარაუდობდა - წერს Reuters-ი.

ასევე ნახეთ

დაკრძალვის ფული იგვიანებს — რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში?რუსეთს ბენზინი აღარ ჰყოფნის – უშველის მოსკოვს ძვირი, სინგაპურული ბენზინი?ომის საფასურს ყველა გადაიხდის - რუსეთში გადასახადები იზრდებაკრემლი რუსეთის ეკონომიკის „გაგრილებას“ ცდილობს - რამდენად რბილი იქნება ვარდნა?ევროკავშირი რუსული ენერგიის გარეშე: ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და უკრაინის გადარჩენის გზაროგორ გადაიქცა "დრუჟბა" იარაღად - მორიგი არამეგობრული დაპირისპირება უკრაინასა და უნგრეთს შორის