სიდნეიში ხანუქის დღესასწაულზე სროლას 12 ადამიანი ემსხვერპლა

სიდნეი, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შემდეგ პოლიცია და სამაშველო სამსახური ხალხის უსაფრთხოდ გაყვანას ცდილობს ტერიტორიიდან. 14 დეკემბერი, 2025 წელი

სიდნეიში, ხანუქის დღესასწაულის აღნიშვნისას, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული.

ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 29 დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ოფიციალური უწყებები ადასტურებენ, რომ დაღუპული 12 პირიდან ერთ-ერთი თავდამსხმელია, მეორე ბრალდებული კი დაკავებულია.

მათი განცხადებით, თავდასხმა სიდნეის ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული.

პოლიციის კომისარმა მალ ლანიონმა განაცხადა, რომ ჩატარდება გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.