ილჰამ ალიევმა ამნისტიის ინიციატივა წამოაყენა

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა "კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წლის" (2025 წელი) ფარგლებში ამნისტიის ინიციატივა წამოაყენა.

პროექტის თანახმად, სასჯელისგან ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილეთა, დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაშავებულთა ახლო ნათესავები.

ამნისტია შეეხებათ 60 წელზე მეტი ასაკის ქალებსა და დანაშაულების ჩადენის მომენტში არასრულწლოვანებს.

გარდა ამისა, სასჯელისგან გათავისუფლდებიან ან სასჯელის ვადა შეუმცირდებათ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებისთვის.

პროექტი აზერბაიჯანის პარლამენტს წარედგინა.

მოელიან, რომ ამნისტია 20 ათას პირს შეეხება, მათ შორის 5 ათასი დატოვებს საპატიმროებს, 3 ათასს კი საპატიმრო ვადა შეუმცირდება.

მანამდე აზერბაიჯანში ამნისტია 2021 წელს გამოცხადდა. სიაში ვერ მოხვდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები, რამაც უფლებადამცველების კრიტიკა გამოიწვია. მათი განცხადებით, ამნისტია მხოლოდ ორ პოლიტპატიმარს შეეხო.

ადგილობრივი უფლებადამცველების მონაცემებით, ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში 400-მდე პოლიტპატიმარია. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ჩინოვნიკების თქმით, პოლიტპატიმართა სიებში შეყვანილი ადამიანები გასამართლებული არიან მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ასევე ნახეთ

10-წლიან პატიმრობაში დატოვეს აზერბაიჯანელი აქტივისტი, რომლის გათავისუფლებასაც აშშ ითხოვდაარჩევნები აზერბაიჯანში - თავისუფალი მედიის, აქტივისტებისა და სიურპრიზების გარეშემთავრობისგან მედიის დევნის კრიტიკას ერთი მიზეზი აქვს - მთავრობისგან მედიის დევნა - აშშ-ის საელჩო ბაქოშიდაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ დაკავებული ჟურნალისტები და აქტივისტები - სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანსგაეროს კლიმატის კონფერენცია COP29 აზერბაიჯანში გაიმართება. რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ?