უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა, კონვენციას ხელი საქართველომაც მოაწერა

კიევი

ჰააგაში 30-ზე მეტი ქვეყნის ხელმოწერით დაფუძნდა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია. მას საქართველოს წარმომადგენელმაც, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა ხელი.

„საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად...

საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი - მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ დადებითად შეაფასა ამ კონვენციაზე საქართველოს შეერთდება.

„მსურს, შეგახსენოთ, რომ საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში. ეს ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ახალი ტრიბუნალის შესახებ ილაპარაკა: მსოფლიოს სჭირდება პატიოსანი, ისტორიული ვერდიქტი

კომისიის დაფუძნების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან მადლიერება გამოხატა უკრაინის, უკრაინის ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის:

„დღეს - მიმდინარე წელს - უკრაინისთვის იქმნება რაღაცები, რაც დიდი ხნის წინ - მინიმუმ 2014 წელს უნდა შექმნილიყო. თუმცა, სინამდვილეში, იმის გათვალისწინებით, რამდენი ომი დაიწყო რუსეთმა და რამდენს უწყობდა ხელს, ეს კიდევ უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო“.

ასევე ნახეთ

როგორი იყო ტრიბუნალი სრებრენიცის გამო და როგორი იქნება უკრაინაზე - ინტერვიუ იუგოსლავიის შესახებ ტრიბუნალის მონაწილესთან უკრაინელების გენოციდი წარსულსა და აწმყოში - გარდაუვალია სასჯელი მოსკოვისთვის? ევროპული ტრიბუნალი უკრაინაში აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელთა წინააღმდეგ - რას გამოიძიებს?ყირიმელი თათრების დეპორტაცია - გენოციდი, რომელიც დღემდე გრძელდება“არ ვიყავი მზად ამ მასშტაბის მხეცობისთვის... ადამიანების ტანჯვის შემგროვებლებად ვიქეცით” - ნობელიატი ოლექსანდრა მატვიიჩუკიტრიბუნალი პუტინისა და ლუკაშენკასთვისტრიბუნალი პუტინისთვის