ამ ქარხნის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების „ნამსხვრევების ჩამოცვენით” გამოწვეულ ხანძარზე 17 დეკემბერს, დილით იუწყებოდა კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი.
სოციალურ ქსელებში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ გვერდებზე დღის 12 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქარხანას, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ჯარების უზრუნველყოფაშია ჩართული, გასულ ღამით დაარტყეს თავდაცვის ძალების საშუალებებით Deep Strike.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, სამიზნის რაიონში დაფიქსირებულია აფეთქებები და ხანძარი, ქარხნის დაზიანების ხარისხი კი დაზუსტების ეტაპზეა.
გენერალური შტაბის ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასულ ღამით დაარტყეს რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზის, „ნიკოლაევსკაიას“ ტერიტორიასაც. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია რეზერვუარი და მდინარის გემი „კაპიტანი გიბერტი“.
ასევე ნახეთ შავ ზღვაში რუსული წყალქვეშა ნავების ადგილიც არ არის?! როგორ მიიტანა იერიში უკრაინულმა დრონმა რუსულ წყალქვეშა გემზერუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამიდან „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 94 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან ყველაზე მეტი, 31 - კრასნოდარის მხარეში და 22 როსტოვის ოლქში. ეს უწყება მოუგერიებელი დრონების რაოდენობას, როგორც წესი, არ ასახელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს განაცხადა, რომ დადგენილია კასპიის ზღვის რუსეთის აკვატორიაში მდებარე გრაიფერის სახელობის საბურღ დანადგარზე დრონებით 14 დეკემბერს განხორციელებული შეტევის შედეგებიც. გენშტაბის თანახმად, დადასტურებულია სტაციონარული პლატფორმის დაზიანება, რის შედეგადაც გაზის მოპოვება შეჩერდა 14-ვე ჭაბურღილიდან. რუსეთს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ უკრაინამ კასპიის ზღვაში პირველად დაარტყა რუსეთის ნავთობის მომპოვებელ ობიექტსუკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.