ახალი წლიდან დენის ტარიფი გაიზრდება, „მცირედით“ გაიზრდება გაზის გადასახადიც

სემეკი ელექტროენერგიის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს 29 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოაცხადებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადების თანახმად, ახალი წლიდან ბუნებრივი აირის ტარიფები „ძალიან მინიმალურად“ შეიძლება გაიზარდოს, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფები გაიზრდება.

სემეკი ელექტროენერგიის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს 29 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოაცხადებს.

„ბუნებრივი აირის [გაზის] ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს, 17 დეკემბერს მედიაცენტრ „მთავარში“.

თუმცა დაადასტურა, რომ „ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს“.

მას ჯერ არ დაუსახელებია კონკრეტული ციფრი და ზრდის პროცენტი, - თქვა, რომ ამის დასახელება გაუჭირდება.

ნარმანიამ ასევე თქვა, რომ სემეკს ბოლო 2 წლის განმავლობაში 3 თეთრით ჰქონდა შემცირებული სამომხმარებლო ტარიფები.

სემეკის თავმჯდომარის თქმითვე, წყლის ტარიფის ზრდა არ განიხილება.

ამჟამად, სემეკის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტარიფებია ასეა განსაზღვრული „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და „თელმიკოსთვის“:

სს ეპ ჯორჯია მიწოდება

უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებელთა ტარიფები, (დღგ-ის ჩათვლით)
საფეხურითეთრი/კვტ.სთ
3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო)27.880
220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები)28.961
0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო)14.731
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო)18.708
301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო)23.227

თელმიკო - „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“

უნივერსალური მიმწოდებლის მომხმარებელთა ტარიფები, (დღგ-ს ჩათვლით
საფეხურითეთრი/კვტ.სთ
3,3-6-10 კილოვოლტი (საყოფაცხოვრებო)26.647
220/380 ვოლტი (მცირე საწარმოები)29.932
0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე (საყოფაცხოვრებო)15.041
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით (საყოფაცხოვრებო)19.053
301 კვტ.სთ-დან და მეტი (საყოფაცხოვრებო)23.537