ბრიტანეთის მთავრობის საგარეო ოფისი დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრის, ჯორჯ ფოლკსის შეკითხვების პასუხად, აპირებს თუ არა დიდი ბრიტანეთის მთავრობა სანქციები დააწესოს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 18 დეკემბერს წერს:
"ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები, რომელიც, როგორც ირწმუნებიან, ამ განცხადებების საფუძველზე ჩატარდა და განვაგრძობთ მოწოდებას, დაიცვას შეკრების თავისუფლება და პასუხისგებაში მისცეს დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებულ ძალადობაში პასუხისმგებელი პირები", - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის საგარეო ოფისის პასუხში, ლორდთა პალატის წევრის, ჯორჯ ფოლკსის მიერ 4 დეკემბერს გაგზავნილი შეკითხვის პასუხად.
მანამდე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში, - რაც მოჰყვა BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას საქართველოში აქციების, სავარაუდოდ, „კამიტით“ დაშლაზე, - მოითხოვა განახლებული ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე.
- 2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები“ ამოწურულად გამოაცხადა;
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღეში დაადგინა, რომ თბილისში დემონსტრანტთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის, „კამიტის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ BBC-ს ფილმი იყო „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“. ექსპერტების ნაწილი სუსის დასკვნას არ ენდობა და შეუსაბამობებზე მიუთითებს.
- გამოძიება გრძელდება „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლით.