პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, რეგიონში აშშ-ს სამხედრო ბაზები ირანისთვის ლეგიტიმური სამიზნე იქნება.
ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანი
X-ით აცხადებს, რომ ინტერვენციის ნებისმიერ მცდელობას საპასუხო დარტყმა მოჰყვება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანში მშვიდობიან დემონსტრანტებს ესვრიან, აშშ მათ დასახმარებლად მოვა. მან თქვა, რომ აშშ მზადაა ჩაერიოს.
გერმანიის მთავრობამ თეირანს მოუწოდა, პატივი სცეს დემონსტრაციებისა და შეკრების თავისუფლებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული
გამოყენების შესახებ ცნობებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ.
ირანში დღეების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები მიმართულია ცხოვრების მაღალი ღირებულებისა და ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, რომელიც თეოკრატიული მმართველობის ფონზე შედარებით ზომიერ ლიდერად მიიჩნევა, განაცხადა, რომ ირანელების კანონიერ მოთხოვნებს აღიარებს და მთავრობას მოუწოდა, მიმართოს ზომებს ეკონომიკური სირთულეების შესამსუბუქებლად.
ირანში ინფლაცია 50%-ს აჭარბებს. მკვეთრად დაცემულია ეროვნული ვალუტის კურსი. მედიის ცნობით, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათეულობით ადამიანი.
ასევე ნახეთ ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება, ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ