ისრაელის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და ის დამნაშავედ ცნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით.
“დაკავებულ ისრაელის მოქალაქეს, თბილისის საქალაქო
სასამართლოს მიერ სახდელის სახით დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით... თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აკუსტიკური იარაღი
ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ” კანონში 2025 წელს შეტანილი ცვლილებებით, გამარტივდა საქართველოდან უცხო ქვეყნის
მოქალაქეების გაძევების მექანიზმი.