მარნეულის ბაზარში მამა-შვილი დაჭრეს

დანაშაულის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

4 იანვარს მარნეულის ბაზარში მდებარე ოქროულის მაღაზიაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

მარნეულის რადიოს ცნობით, დაჭრილია მამა-შვილი.

ორივენი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაცია უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, რა გახდა სროლის მიზეზი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჩადენილი მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაულის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.