უწყება განმარტავს, რომ გადაწყვეტილება „ნესტლე ჯგუფმა“ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში მიიღო, სადაც კონკრეტული პარტია შევიდა. საუბარია ოთხ პროდუქტზე, რომელიც დამზადდა ნედლეულისგან (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) და არსებობს ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის.
სესის ცნობით, Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.
„იმის მიუხედავად, რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
გაყიდვიდან ამოიღებენ მშრალი, სწრაფად ხსნადი რძის ნარევებს:
- NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
- NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
- NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;
- NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811.
„სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენონ“, - წერია განცხადებაში.
უწყება განმარტავს, რომ ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევა არ გამოვლენილა.