შვედეთში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი

შვედეთში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი (საილუსტრაციო ფოტო)

შვედეთში დააკავეს 33 წლის კაცი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი - იუწყება ქვეყნის პროკურატურა.

"წინასწარი გამოძიება ადრეულ ეტაპზეა. მოცემულ მომენტში გამოძიება მიანიშნებს, რომ ეჭვმიტანილმა კავშირი დაამყარა რუსეთის დაზვერვასთან" - განაცხადა პროკურორმა მატს იუნგკვისტმა. ეჭვმიტანილის სახელს არ აცხადებენ.

ეჭვმიტანილი 4 იანვარს დააკავეს. ცნობილია, რომ იგი ცენტრალურ შვედეთში ცხოვრობს. გამოცემა Expressen-ი წერდა, რომ, გამოძიების ვერსიით, იგი ჯაშუშობაში ჩართული იყო 2022 წლიდან დაკავების მომენტამდე. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ნახეთ ლონდონში ექვს ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" დაკვეთით ტერორიზმისთვის