„ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება ვიზებზე, რომელიც სხვა მიზნებისთვის გაიცემა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ 75 ქვეყნისთვის აწესებდა საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე შეზღუდვას. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველო და მისი სამივე მეზობელი ქვეყანა.
ასევე ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, აჩერებს საიმიგრაციო ვიზების გაცემას - Fox News75 ქვეყანაში ვიზის გაცემა შეჩერდება 21 იანვრიდან და გაგრძელდება მანამდე, სანამ დეპარტამენტი დაასრულებს სავიზო პროცედურების გადახედვას.
ამასთან, ინსტრუქციების მიხედვით, საკონსულოს წარმომადგენელს უარი უნდა განეცხადებინა ვიზის გაცემაზე მრავალი ფაქტორის, მათ შორის - ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, ინგლისურის ცოდნის, ფინანსური მდგომარეობისა და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების საჭიროების გათვალისწინებითაც კი. ასაკოვანი ან ჭარბწონიანი აპლიკანტებისთვისაც შესაძლოა ეთქვათ ვიზაზე უარი და მათთვისაც, ვისაც სახელმწიფო ფულადი დახმარება ან ინსტიტუციონალიზაცია გამოუყენებიათ.