ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩები დღეს, 18 იანვარს საგანგებო შეხვედრას გამართავენ და დონალდ ტრამპის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფების დაწესების გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ.
ცოტა ხნით ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გაგზავნეს გრენლანდიაში.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტარიფები ძალაში მანამდე დარჩება, სანამ გრენლანდია აშშ-ის იურისდიქციაში არ გადავა და სანამ შეერთებულ შტატებს გრენლანდიის შესყიდვის უფლება არ მიეცემა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. ხოლო თუ შეთანხმება არ შედგება, პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
ევროკავშირის დიპლომატების თქმით, შეხვედრა უნდა დაიწყოს 17:00 საათზე (16:00 GMT).
ასევე ნახეთ "ტარიფებით მუქარა მიუღებელია" - მაკრონი ტრამპის ტარიფებზე