აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 იანვარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დავოსში შეხვედრა „ძალიან კარგი“ იყო და რომ მისი გზავნილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის არის ის, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მოკლედ ისაუბრა ჟურნალისტებთან. შეხვედრა, თეთრი სახლის თქმით, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, რომელიც ერთი დღით ადრე უკრაინის დელეგაციას და უფრო ადრე კრემლის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდა, დღეს განაცხადა, რომ არსებითად მხოლოდ ერთი საკითხი რჩება გადაუჭრელი - სავარაუდოდ, ესაა ტერიტორიული საკითხი.
უიტკოფი და ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი, 22 იანვარს საღამოს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შეხვდებიან.