სროლა მუხრანში - მოკლულია ორი ადამიანი

ფოტოილუსტრაცია

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ავტომობილში ორი კაცი ჩაცხრილეს. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით.

ეს მუხლები გულისხმობს მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.