ოცზე მეტ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ყინვის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. 25 იანვარს ენერგომომარაგება შეუწყდა მილიონზე მეტ ადამიანს. მათი უმრავლესობა ტენესის, მისისიპის, ლუიზიანის და ტეხასის მცხოვრებია.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ძლიერი თოვისა და ყინვის შედეგად დაღუპულია სულ მცირე შვიდი ადამიანი.
აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე შტატებში დარღვეულია სატრანსპორტო მიმოსვლა. გაუქმდა 17 ათასამდე ავიარეისიც.
ორშაბათს, 26 იანვარს დაკეტილი იქნება სკოლების დიდი ნაწილი. ისინი დროებით დაუბრუნდებიან პანდემიის პერიოდის დისტანციურ სწავლებას.
ზოგიერთი შტატის ხელისუფლებამ სახელმწიფო მოხელეებს მიმართა, სულ მცირე, სამშაბათამდე სახლებიდან იმუშაონ.
ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლების გარდა სავალ გზებს თოვლისგან წმენდენ ადგილობრივი მცხოვრებნიც
დიდთოვლობა და ყინვაა აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონსა და მეგაპოლის ნიუ-იორკშიც.
ნიო-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ განაცხადა, რომ ძლიერი ყინვა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მამდანის ინფორმაციით, ქალაქში მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების ათასობით თანამშრომელი და მუშაობს 2700-მდე მარილის დამყრელი და თოვლის საწმენდი მანქანა.
ვაშინგტონი, აშშ-ის კონგრესის შენობა 2026 წლის 25 იანვარს
შეერთებული შტატების მეტეოსამსახურის პროგნოზით, ორშაბათიდან თოვა ბევრგან შეწყდება, თუმცა შენარჩუნდება ძლიერი ყინვა და მოსალოდნელია წვიმა და ქარი.
ამერიკელები მოსალოდნელი უამინდობის შესახებ გასულ კვირაში, წინასწარ გააფრთხილეს. ბევრმა სურსათი და სხვა საჭირო პროდუქტები მოიმარაგა. სასურსათო მაღაზიები სწრაფად დაცარიელდა.
სასურსათო მაღაზიის დაცარიელებული დახლები არლინგტონში. 2026 წლის 23 იანვარი
ასევე ნახეთ "გადავრჩი დამტვრევას" - რა ხდება თბილისის მოყინულ ტროტუარებზე