მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში - ხალხმრავალ ადგილას, სოფლის ცენტრში - ავტომობილიდან გადმოსვლისას ორი კაცი შაბათს, 24 იანვარს, ჩაცხრილეს.
- მოკლულები არიან ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი.
- ქილარჯიანი, მედიის ცნობით, ჯარისკაცი იყო. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით კი, სანამაშვილი იყო ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი დღის შემდეგ, 26 იანვარს, განაცხადა, რომ ორი პირი დააკავეს. კერძოდ, ისინი დააკავეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა.
მათ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში ედებათ ბრალი.
დაკავებულთაგან ერთი 44 წლამდე ასაკისაა, მეორე კი 40-მდე.
გამოძიების ვერსიით, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, „ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა“ სანამაშვილსა და ქილარჯიანს.
„დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - წერს შსს.
შსს-ის ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, თუ სად დააკავეს ბრალდებულები.
მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
ასევე ნახეთ სროლა მუხრანში - მოკლულია ორი ადამიანი