შეთანხმება ეხება „ლუკოილის“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას LUKOIL International GmbH, რომელიც უცხოურ აქტივებს ფლობს. გარიგება არ მოიცავს მხოლოდ ყაზახეთში არსებულ აქტივებს.
რუსულ და ამერიკულ კომპანიებს შორის მიღწეული ამ შეთანხმების საბოლოოდ დადასტურებას შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში არსებული უცხოური აქტივების მაკონტროლებელი სააგენტოს ნებართვა სჭირდება.
„ლუკოილმა“ უცხოური აქტივების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2025 წლის ოქტომბერში მას სანქციები დაუწესა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ. უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების გამო შეერთებული შტატების სანქციები შეეხო რუსეთის მეორე უმსხვილეს ნავთობკომპანია „როსნეფტსაც“.
ასევე ნახეთ რუსული „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენა უნგრულ კომპანიასაც სურს - Reuters ასევე ნახეთ Reuters: ამერიკული „შევრონი“ რუსული „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენას განიხილავს„ლუკოილი“ ევროპაში ფლობს სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ყაზახეთის, უზბეკეთის, ერაყის, მექსიკის, განის, ეგვიპტის და ნიგერიის ნავთობის საბადოების წილებს და ასეულობით ბენზინგასამართ სადგურს მთელ მსოფლიოში.
2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შეძენა სურდა საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანია Gunvor-ს, რომელსაც კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობართან, მილიარდერ ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოსთან. ნოემბრის დასაწყისში კომპანიამ ამ გეგმაზე უარი თქვა აშშ-ის წინააღმდეგობის გამო.
შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მკაფიოა - უკრაინაში ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ამიტომ სანამ პუტინი მკვლელობებს განაგრძობს, „კრემლის მარიონეტი" Gunvor-ი ვერ მიიღებს საქმიანობის და მოგების მიღების ლიცენზიას.
ასევე ნახეთ აშშ-ის სანქციები "ლუკოილისა" და "როსნეფტის" წინააღმდეგ - რა შეეხება საქართველოს