ევროკავშირმა რუსეთი ფულის გათეთრების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შეიყვანა

ევროკომისიის შენობა ბრიუსელში

ევროკომისიამ რუსეთი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება 29 იანვარს შევიდა ძალაში.

ევროკავშირის „შავ სიაში“ ქვეყნის შეყვანა გულისხმობს მნიშვნელოვნად გამკაცრებულ კონტროლს ფინანსურ ოპერაციებზე, რომლებშიც ჩართული არიან ქვეყნის ორგანიზაციები ან ფიზიკური პირები, და მათ შორის ყველა ოპერაციის კომპლექსურ შემოწმებას.

ევროპელი ოფიციალური პირები მრეწველებისგან მოითხოვენ დამატებით დოკუმენტაციას მიმღებისა და თანხების წარმომავლობის შესახებ, ხოლო გადარიცხვებს დამატებით დაამტკიცებენ ევროპის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანოს (AMLA) სპეციალური კომისრები.

სიაში, სხვა ქვეყნებთან ერთად, უკვე შედიან ჩრდილოეთი კორეა, ირანი და ავღანეთი. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფინანსური ზომების შემმუშავებელმა ჯგუფმა (FATF) რუსეთის წევრობა 2023 წელს შეაჩერა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, თუმცა იმ დროს ის არცერთ სიაში არ შეუყვანია. FATF-მა (მას) არაერთხელ მოუწოდა რუსეთის შავ ან რუხ სიაში შეყვანისკენ.

რუსეთის სიაში შეყვანას არა მხოლოდ ინდოეთი, არამედ BRICS-ის სხვა ქვეყნებიც, კერძოდ, ბრაზილია, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა ეწინააღმდეგებოდნენ.

ევროკავშირის შავ სიაში რუსეთი პირველად მოხვდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, მრეწველობის მთელი რიგი დარგები, მათ შორის ნავთობისა და გაზის მრეწველობა, აგრძელებდნენ მუშაობას, ხოლო ზოგიერთმა რუსულმა ბანკმა შეინარჩუნა ევროპის ფინანსურ სისტემასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, მათ შორის საკორესპონდენტო ევროანგარიშების მეშვეობით.
ევროპარლამენტმა ადრე არაბთა გაერთიანებული საამიროები და გიბრალტარი ფულის გათეთრების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიიდან ამოიღო.

ასევე ნახეთ Spiegel: Deutsche Bank-ში ჩხრეკა ჩატარდა აბრამოვიჩის ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით