პოლონეთი რუსეთს ზამთრის კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს - მედია

პოლონეთის ხელისუფლების თანახმად, დეკემბერში, ყინვების დროს, სავარაუდოდ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის [ФСБ] მიერ განხორციელდა კიბერშეტევა განახლებადი ენერგიის გენერაციისა და ელექტროსადგურების 30 ობიექტზე, რომლებიც 500 ათასი აბონენტის გათბობას უზრუნველყოფს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ინციდენტზე რეაგირების ჯგუფის ანგარიშში ნათქვამია, რომ პროცესში ჩართული იყო ჰაკერების ჯგუფი ФСБ-დან და შეტევებს ჰქონდათ “უკიდურესად დესტრუქციული ხასიათი”.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს პერიოდი დაემთხვა ჰაერის დაბალ ტემპერატურასა და თოვას, რაც პოლონეთში ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე იყო“, - წერია ანგარიშის ტექსტში. ავტორები თვლიან, რომ რუსეთის სავარაუდო მიზანი მონაცემების შეუქცევადი განადგურება იყო, თუმცა სისტემის პროგრამულმა უზრუნველყოფამ ეს საფრთხე აღკვეთა.

Reuters-ის თანახმად, რუსეთის მხარე შეკითხვებს არ პასუხობს.