„ის დათანხმდა, შეწყდეს რუსეთის ნავთობის შესყიდვა და ბევრად მეტი შეისყიდოს შეერთებული შტატებისგან და პოტენციურად - ვენესუელისგან. ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ათასობით დაღუპულია ყოველ კვირაში,“ დაწერა ტრამპმა თავის სოცქსელ Truth Social-ში.
სააგენტო Bloomberg-მა გასულ კვირაში დაწერა, რომ ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტრამპმა დამატებითი გადასახადები დააწესა ინდოეთიდან იმპორტზე და რუსეთს სანქციები დაუწესა რუსეთის ნავთობკომპანიებს, კვლავაც განაგრძობენ რუსეთის ნავთობის შესყიდვას, თუმცა შესყიდვის მოცულობა დაახლოებით ერთი მესამედით შეამცირეს.
მოდისთან საუბრის შესახებ პოსტში ტრამპმა ასევე დაწერა, რომ ისინი შეთანხმდნენ „სავაჭრო გარიგებაზე“, რომლის ძალითაც აშშ ინდოეთიდან იმპორტზე გადასახადებს ამცირებს 25%-დან 18%-მდე, ინდოეთი კი ეტაპობრივად მივა აშშ-იდან იმპორტზე გადასახადებისა და არასატარიფო ბარიერების სრულ გაუქმებამდე.
ნარენდრა მოდიმ სოცქსელ X-ში დაადასტურა, რომ ტრამპს შეუთანხმდა გადასახადების 18%-მდე შემცირებაზე, მაგრამ რუსეთის ნავთობი არ უხსენებია.
ასევე ნახეთ ტრამპი კანადას 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა, მის პრემიერს კი "გუბერნატორი" უწოდა