ლიკვიდაციას უპირებენ „განვითარების ფონდს“, ყოფილ „საპარტნიორო ფონდს“

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძეა

„ქართული ოცნების“ მთავრობა „საქართველოს განვითრების ფონდის“ (წარსულში - „საპარტნიორო ფონდის“) ლიკვიდაციას გეგმავს.

ეს ცნობილი ხდება მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან - ირაკლი კობახიძის განკარგულებიდან, - რომელიც ეხება პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ გეგმებს.

„სააქციო საზოგადოება - საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი“, - წერია დოკუმენტში.

  • „საპარტნიორო ფონდს“ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა დავით საგანელიძე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი;
  • 2023 წელს რეორგანიზაციის შემდეგ ის უკვე „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
  • ფონდის ხელმძღვანელობა ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩაიბარა.

როგორც BMG წერს, „ფონდის კონსოლიდირებული შემოსავლის ზრდის მიუხედავად, 2024 წელი ფონდმა ზარალით დაასრულა“.

ასევე ნახეთ იგეგმება სახელმწიფო „ეკონომიკის განვითარების ბანკის“ შექმნა

კობახიძის ამავე განკარგულებიდან ირკვევა, რომ მმართველი გუნდი გეგმავს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის“ შექმნას.