6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება - ინიციატივა

საილუსტრაციო ფოტო: რუსთავის ავტობაზრობა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება. მან მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ კანონპროექტი უკვე წარადგინეს პარლამენტში.

„ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ავტომობილების ჭარბი რაოდენობაა: თუკი 2012 წელს 864 000 ავტომობილი იყო, ეს რიცხვი 2026 წლის მონაცემებით, 2 მილიონს აჭარბებს.

„ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას“, - თქვა კობახიძემ.

კანონპროექტი პარლამენტის ვებსაიტზე ჯერ გამოქვეყნებული არ არის. მასში ეწერება, დაჩქარებული სახით განიხილება თუ არა ის. დაჩქარებულად განხილვის შემთხვევაში, მისი ერთ კვირაში მიღებაა შესაძლებელი.