მისი თქმით, მოლაპარაკებები ასევე სამმხრივ ფორმატში გაიმართება რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების მონაწილეობით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა 17 ან 18 თებერვალს გაიმართოს. Politico-ს წყაროებმა შესაძლო ადგილებად აბუ-დაბი ან მაიამი დაასახელეს. ჟენევა არ იყო ნახსენები. რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ისინი ეჭვის თვალით უყურებენ შვეიცარიის ნეიტრალურ სტატუსს.
Politico-ს ცნობით, სამშვიდობო პროცესი ტერიტორიული საკითხის გამო შევიდა ჩიხში: რუსეთი დაჟინებით მოითხოვს დათმობებს, ხოლო აშშ-მა უკრაინას აუხსნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მანამდე არ მოაწერს ხელს, სანამ მოსკოვი და კიევი საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ მიაღწევენ. ამასთან, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ საკითხს არ იყენებს ზელენსკიზე ზეწოლისთვის.
ანონიმი ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში შესაძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა. ამასთან, Politico-ს წყაროები აღნიშნავენ, რომ ირანის საკითხზე მოლაპარაკებების გამო აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის დატვირთული გრაფიკი ართულებს რუსეთსა და უკრაინას შორის „ქანქარისებრ დიპლომატიას“.
ასევე ნახეთ ზელენსკი: მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს შეიძლება გაიმართოს