15 თებერვალს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას НАБУ-ს (უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო) დეტექტივებმა დააკავეს უკრაიანის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ჰერმან გალუშკენკო ერთ-ერთი ფიგურანტი ე.წ. „მიდასის“ საქმისა, – განაცხადეს ბიუროს პრესსამსახურში.
„მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ტარდება კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სასამართლოს სანქციების შესაბამისად. დეტალები მოგვიანებით გამოიქვეყნდება“, – აღნიშნა უწყებამ.
დაკავების შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო "НАБУ"-ს განცხადებას საჯაროდ ჯერ არ გამოხმაურებია.
უკრაინის უმაღლესმა რადამ 19 ნოემბერს ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები - სვეტლანა გრინჩუკი და ჰერმან გალუშჩენკო - თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
მანამდე გალუშჩენკომ განაცხადა, რომ „მინისტრის თანამდებობას არ ეჭიდება“ და მიაჩნია, რომ „გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან დროებითი ჩამოშორება ცივილიზებული და სწორი სცენარია“.
10 ნოემბერს "НАБУ"-მ განაცხადა, რომ გამოავლინა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა, რომლის ძირითადი მიმართულება იყო „კონტრაგენტებისგან კომპანია „ენერგოატომის“ კონტრაქტების ღირებულების 10%-დან 15%-მდე ოდენობით სისტემატური უკანონო სარგებლის მიღება“. უწყების ცნობით, თანხები ლეგალიზდებოდა კიევის ცენტრში მდებარე „ბექ-ოფისის“ მეშვეობით, რომლის გავლითაც დაახლოებით 100 მილიონმა დოლარმა გაიარა. გამოძიების მონაცემებით, ამ ოფისის ფართი „ეკუთვნოდა ყოფილი სახალხო დეპუტატის, ამჟამად რუსეთის ფედერაციის სენატორის, ანდრეი დერკაჩის ოჯახს. НАБУ და САП დერკაჩს სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც სდებენ ბრალს“.
НАБУ-ს დეტექტივმა ალექსანდრ აბაკუმოვმა განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიებისას დეტექტივებმა საეჭვოდ მიიჩნიეს მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრის საქმიანობა. მისი თქმით, საუბარია სხვადასხვა პერიოდის თანამდებობის პირებზე.
ასევე ნახეთ არმიიდან ზელენსკიმდე - როგორ შეძრა უკრაინა კორუფციულმა სკანდალმაНАБУ (Національне антикорупційне бюро України) — უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც იძიებს მაღალი დონის კორუფციულ დანაშაულებს. იძიებს კორუფციას უმაღლეს ხელისუფლებაში (მინისტრები, დეპუტატები, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები და სხვა მაღალჩინოსნები); აგროვებს მტკიცებულებებს და საქმეს გადასცემს САП-ს - სპეციალურ პროკურატურას. საქმეები საბოლოოდ განიხილება ანტიკორუფციულ სასამართლოში. НАБУ შეიქმნა 2015 წელს, უკრაინაში ანტიკორუფციული რეფორმების ფარგლებში, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით. ბიურო დამოუკიდებელია მთავრობისგან.