უკრაინის შეიარაღებული ძალები: წუხელ უკრაინაზე 80-ზე მეტმა დრონმა მიიტანა იერიში

მეხანძრეები ხანძარს აქრობენ მას შემდეგ, რაც ოდესაზე იერიში განახორციელეს რუსეთის დრონებმა. 15 თებერვალი, 2026.

14-15 თებერვლის ღამით რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს 83 დრონი, რომელთაგან 55 განეიტრალდა, იტყობინებიან უკრაინის საჰაერო ძალების.

„დაფიქსირდა 25 მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატის მოხვედრა 12 ადგილზე, ასევე განადგურებული დრონების ჩამოვარდნა სამ ადგილზე“, განაცხადეს უკრაინის სამხედროებმა.

დნეპროპეტროვსკის ოლქში 15 თებერვალს, დილით ადრე, ორ რაიონზე ერთდროულად განხორციელდა საარტილერიო იერიში და ავიაბომბებითა და დრონებით დარტყმები. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ჰანჟას თქმით, დაშავდნენ 13 წლის გოგონა და 40 წლის მამაკაცი.

ღამით რუსეთის არმიამ ასევე საჰაერო თავდასხმა განახორციელა ოდესის ინფრასტრუქტურაზე. ქალაქის მერის, სერჰი ლისაკის თქმით, ერთ რაიონში აფეთქების ტალღამ დააზიანა საცხოვრებელი შენობების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ფანჯრები. მსხვერპლი არ ყოფილა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება რკინიგზის ინფრასტრუქტურის ობიექტის დაზიანების შესახებ, რომელზე განმეორებითი თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა საწვავის ავზს.

ზაპოროჟიეს ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის თქმით, ესენი არიან 75 წლის მამაკაცი და 73 და 55 წლის ქალები. რუსული დრონის დარტყმამ ასევე დააზიანა კერძო სახლი, რამაც ხანძარი გამოიწვია.

კვირას დილით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1300 მოიერიშე დრონი, 1200-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50 რაკეტა გამოიყენეს.

„ისევე, როგორც ადრე, ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკის სექტორია. რუსები განზრახ ახდენენ დარტყმების კომბინირებქას ის, რათა გაანადგურონ ჩვენი გენერაციის ობიექტები, ქვესადგურები, ქსელი. ბევრი დარტყმა იყო საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე,“ დაწერა მან.

ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი: ბერლინის ფორმატის ლიდერებთან შევთანხმდით ენერგეტიკული და სამხედრო დახმარების კონკრეტულ პაკეტებზე