ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა გაიმეორა კალასის კომენტარი. „დიახ, ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა ევროკავშირში გვჭირდება და დიახ, ბევრ სახელმწიფოს მეთაურთან საუბრისას მექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი არ არიან მზად კონკრეტული თარიღის მისაღებად“, თქვა მან.
რინკევიჩსმა დასძინა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება „დიდწილად უკავშირდება სამშვიდობო შეთანხმებას“. „იქნება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება? მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთი რაიმე მოქმედებას აპირებს და თუ რუსეთი რაიმე ქმედებას არ განახორციელებს, მაშინ არც შეთანხმება არ იქნება“, თქვა მან.
შაბათს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისთვის აუცილებელია ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების თარიღი როგორც უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. „თუ დოკუმენტში თარიღი არ გვექნება, ვფიქრობ, რუსეთი დაბლოკავს ჩვენს მომავალ წევრობას“, დასძინა ზელენსკიმ.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანება წინასწარ იყო შეტანილი 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში, რომელიც აშშ-მა, უკრაინამ და ევროკავშირმა განიხილეს. თუმცა, ევროკავშირის ბევრი მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს თარიღი, ან ნებისმიერი სხვა ფიქსირებული თარიღი, არარეალურია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, დამოკიდებულია ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
ასევე ნახეთ რუბიოს თბილი ტონით შეფუთულმა გაფრთხილებებმა ევროპა შვებით ამოასუნთქა